HTMLHTML დოკუმენტი

HTML დოკუმენტი

ყველა ვებ-საიტი შედგება HTML დოკუმენტებისგან

რა არის HTML დოკუმენტი?

თუ ადამიანს შეხება ჰქონია კომპიუტერთან, აუცილებლად გამოიყენებდა რაიმე ტიპის დოკუმენტებს.

მაგალითები:

  • ტექსტური დოკუმენტების შესაქმნელად ვიყენებთ Word - ს, Google Docs - ს და სხვებს.
  • ცხრილური მონაცემების შესანახად ვიყენებთ Excel - ს, Google Sheets და ა.შ.

ზუსტად ასეთივე დოკუმენტების ნაირსახეობას წარმოადგენს HTML დოკუმენტი. ჩვენ მათ ვებ-გვერდებს ვეძახით. თუმცა მათი მთავარი დანიშნულებაა ისეთი დოკუმენტები გავხსნა რაც ჩემს მოწყობილობაში არ მაქვს ჩამოტვირთული.

ნებისმიერი ვებ-გვერდი არის HTML დოკუმენტი რომელიც საშუალებას გაძლევს გახსნა და მიიღო ინფორმაცია შენთვის სასურველი ვებ-მისამართიდან (URL).

ჩვენი მიზანია შევისწავლოთ როგორ იქმნება HTML დოკუმენტები და თავად დავიწყოთ ვებ-გვერდების დეველოპმენტი.

რა არის ბროუზერი?

ბროუზერი კომპიუტერული პროგრამაა რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ სასურველი ვებ-გვერდების სანახავად და ინფორმაციის მისაღებად.

ძირითადი ფუნქციონალი:

  • ბროუზერმა იცის როგორ შეიძლება HTML დოკუმენტების წაკითხვა ისევე როგორც Word - მა იცის როგორ შეიძლება ტექსტური დოკუმენტების წაკითხვა.
  • ბროუზერმა იცის როგორ გამოიყენოს კომპიუტერის ქსელური მოწყობილობა და მიწვდეს ინტერნეტში არსებულ დოკუმენტებს მისამართების მიხედვით.
  • ბროუზერმა იცის როგორ დაუკავშირდეს სხვადასხვა საიტების შესაბამის სერვერებს, მოითხოვოს მათგან HTML დოკუმენტები, ჩამოტვირთოს ისინი თქვენს კომპიუტერში და შემდეგ გაჩვენოთ ისნი ეკრანზე. ამ ქმედებას მომხმარებლები ვებ-გვერდზე შესვლას ვეძახით.
  • ვებ-გვერდზე შესვლა გულისხმობს ბროუზერის მისამართის ველში სასურველი გვერდის მისამართის ჩაწერას და Enter კლავშზე დაჭერას. ამ დროს ბროუზერი პოულობს ვებ-გვერდის შესაბამის სერვერს, უგზავნის მას მოთხოვნას და პასუხად იღებს HTML დოკუმენტს. ეს დოკუმენტი მცირედი დაყოვნების შემდეგ ჩანს თქვენს ეკრანზე.

ვებ-ტექნოლოგიები

HTML დოკუმენტი და ბროუზერი იმ ტექნოლოგიების ერთობაა რომლებიც გვაძლევენ საშუალებას შევქმნათ და გამოვიყენოთ ინტერნეტი იმ ფორმით რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

იმ ყველაფერს რაც ბროუზერში ხდება ვებ-ტექნოლოგიები ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი Front-End ვებ ტექნოლოგიები.

HTML - ის გარდა ბროუზერში შესაძლებელია გამოვიყენოთ ისეთ ტექნოლოგიები როგორიცაა CSS (დოკუმენტების ვიზუალურად გასაფორმებლად) და JavaScript (დოკუმენტების ინტერაქტიულ ვებ-აპლიკაციებად გადასაქცევად).

შესაბამისად HTML, CSS და JavaSript არის ის იარაღები რაზეც დგას და შენდება Front-End ვებ ტექნოლოგიები. მათზე შესაბამის თავებში ვისაუბრებთ მას შემდეგ რაც HTML დოკუმენტების შექმნისათვის საჭირო საფუძვლებს დავფარავთ.

HTML დოკუმენტის შექმნა

როგორც ნებისმიერი დოკუმენტი, HTML - იც შეგვიძლია შევქმნათ ფაილის სახით.

სიმარტივისთვის თქვენს კომპიუტერში, ნებისმიერ ადგილას შექმენით ფაილი სახელად hello.html და გახსენით კოდის ედიტორის გამოყენებით. ფაილში ჩაწერეთ ასეთი ტექსტი “Hello, World!”.

თქვენი ფაილის შიგთავსი ასე უნდა გამოიყურებოდეს:

hello.html
Hello, World!

HTML დოკუმენტის გახსნა ბროუზერში

ბროუზერი ნებისმიერ კომპიუტერშია ჩაწერილი. საქრთველოში ყველაზე ხშირად Chrome ბროუზერს ვიყენებთ და Front-End - ის სწავლისას Chrome - ის ან Brave - ის გამოყენებას გირჩევთ.

hello.html ფაილზე ორჯერ დაკლიკებით თქვენს მიერ შექმნილი დოკუმენტი გაიხსნება Browser - ის ფანჯარაში.

შედეგი იქნება დაახლოებით ასეთი: Browser - Hello image

გილოცავ! 🎉 შენ უკვე შექმენი შენი პირველი HTML დოკუმენტი.

რა თქმა უნდა HTML დოკუმენტი გაცილებით ბევრი დეტალისა და კომპლექსური სტრუქტურისგან შეიძლება შედგებოდეს. ამ ყველაფერს მომდევნო თავებში გავეცნობით.